generic cialis
Georgian (Georgia)English (United Kingdom)
Get Adobe Flash player
Array

მთავარი

მე დაკონსტიტუცია

მეორე ტური სამცხე-ჯავახეთშც გაიმართა! მონაწილეებს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ბრეინ-რინგის დაწყებამდე მოსწავლეებს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობის საკითხებში სოფიო შამანიდი მიესალმა. მეორე ტურის გამარჯვებული კი ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის გუნდი "ჯეირანი" გახდა. ვულოცავთ მათ და წარმატებებს ვუსურვებთ

 ფოტოგალერეა

ესეების სტუდენტური კონკურსი „ჩემი რუსთაველი“

09.03.2016 
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებთან თანამშრომლობით, აცხადებს სტუდენტური ნამუშევრების ეროვნულ კონკურსს „ჩემი რუსთაველი“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტებს.

საკონკურსო თემებია:

1. ორი სამეფო ოჯახი, ორი ისტორია - თანასწორობის იდეა ინდოეთსა და არაბეთში

2. პიროვნება, როგოც მთავარი ღირებულება „ვეფხისტყაოსანში“

3. ავთანდილი და ფატმანი - გზა უარყოფიდან პატივისცემამდე

4. ქალისა და კაცის მეგობრობა „ვეფხისტყაოსანში“ 

 

Read more...

ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ „სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში პროექტების მიღება დაიწყო

„სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარების ქვეპროგრამa“

რატომ გაუჭირდათ პედაგოგებს გამოცდებზე ბარიერის გადალახვა

რატომ გაუჭირდათ პედაგოგებს გამოცდებზე ბარიერის გადალახვა [Video]

ინტელექტის დრე 2016.. საჯარო სკოლებისათვის

ინტელექტის დღე 2016

გთხოვთ, განაცხადი შეავსოთ მხოლოდ სილფაინში. რეგისტრაცია დასრულდება ა.წ. 16 აპრილს.

"გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისათვის"

2015 წლის სექტემბრიდან ახალციხის #6 საჯარო სკოლა ჩაერთო პროექტში "გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისათვის"-,, Vernetzt für Nachhaltigkeit'. პროექტს ახორციელებს გოეთეს ინსტიტუტი სამი ქვეყნის მაშტაბით( საქართელო,სომხეთი და აზერბაიჯანი). მათ მუშაობა ამ კუთხით ჯერ კიდევ ივლისში,საზაფხულო ბანაკში დაიწყეს. პროექტში მონაწილეობს 31 სკოლა სამივე  ქვეყნიდან. მასწავლებლების დასახმარებლად ოქტომბერში ავსტრიიდან 12 სტუდენტი გვესტუმრა.

   პროექტის მიზანია მოსწავლეებს (როგორც ქვეყნის მომავალს) გაუღვივონს მისწრაფება და  სურვილი უკეთესი გარემოსთვის,მდგრადი მომავლისთვის. იზრუნონგარემოს დაცვაზე

  პროექტი ტარდება CLIL-ის  მეთოდით (ორენოვანი ინტეგრირებული სწავლა)

   ჩვენს სკოლაში ამ პროექტს ხელმძღვანელობს გერმანული ენის მასწავლებელი მარეხ დვალაშვილი და ბიიოლოგიის მასწავლებელი მაია . პროექტი განხორციელდა მე-8 კლასში.  

  19-24 ოქტომბერს ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა ვენის აგრარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მიხაელა ჯანსო.  მან მთელი კვირის განმავლობაში ნაყოფიერად იმუშავა მასწავლებლებტან და მოსწავლეებთან ერთად  როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე სკოლის გარეთ. ჩაატარეს ინტერაქტიული თამაშებიბუნებაში, ტყეში, რათა უფრო ახლოს გაცნობოდნენ იმ პრობლემებს, როგორიცაა პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურებული ბუნება.

  პროექტი დასრულდა გამოფენი და თეატრალური წარმოდგენიტ გერმანულ ენაზე , რომელიც წარმატებით ჩატარდა  და მოწონება დაიმსახურა. ეს პროექტი ერტერთია იმ  10 საუკეთესო პროექტს შორის , რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა

 გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისათვის

Vernetzt Für Nachhaltigkeit

 

ჩარიცხულთა რანჟირებული სია ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით

http://www.naec.ge/erovnuli-erovnuli-gamocdebi/ertiani-erovnuli-gamocdebi-siakhleebi/3635-charickhultha-ranzhirebuli-sia-fakultetebisa-da-archevithi-sagnebis-mikhedvith.html?lang=ka-GE

ოლიმპიადაში წარმატებული მოსწავლეები

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადას საქართველოს სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებისათვის.

 

ოლიმპიადა მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებისა და ახალგაზრდების დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას. 

Read more...

მრავალ არიან წოდებულ მცირედნი რჩეულნი

,,როდესაც სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე თემა შეეხებოდა ექვთიმე თაყაიშვილს, როგორც სამაგალითო და საუკეთესო მოქალაქეს, და როცა ვაანალიზებდით მის მოღვაწეობას, მთელი კლასი სულით ხორცამდე შეგვძრა მისმა უანგარო თავდადებამ, უდიდესმა ღვაწლმა, პიროვნულმა ღირსებებმა, იმან, თუ როგორ შესწირა მან მთელი ცხოვრება საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას. „საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე; შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე - ექვთიმე თაყაიშვილი“ სწორედ მაშინ გაგვიჩნდა სურვილი ჩვენი დამოკიდებულება გამოგვეხატა მისდამი.“ ასე დაიწყეს ახალციხის N 6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,, დისპერსიის“ წევრებმა ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო, რომელიც გაიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქის ექვსი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები,პედაგოგები,მშობლები, გამგეობის კულტურის განყოფილებისა და სამცხე-ჯავახეთის მუზეუმის წარმომადგენლები. მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს მისი როგორც სამოქალაქო საზოგადოების წევრის უდიდეს პასუხიმგებლობის ხარისხზე და თავდადებაზე. ის ფაქტი რომ იუნესკომ 2013წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ სამაგალითოა მისი პიროვნება და ღვაწლი ნებისმიერი ქვეყნისთვის ნებისმიერ ეპოქაში - აღნიშნეს მოსწავლეებმა. ,,როდესაც სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე თემა შეეხებოდა ექვთიმე თაყაიშვილს, როგორც სამაგალითო და საუკეთესო მოქალაქეს, და როცა ვაანალიზებდით მის მოღვაწეობას, მთელი კლასი სულით ხორცამდე შეგვძრა მისმა უანგარო თავდადებამ, უდიდესმა ღვაწლმა, პიროვნულმა ღირსებებმა, იმან, თუ როგორ შესწირა მან მთელი ცხოვრება საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას. კლუბმა დაამზდა ბანერი ახალგზრდული ცენტრის მხარდაჭერით, რომელიც უმოკლეს ხანში განთავსდება ქალაქის ცენტრში საკრებულოს გადაწყვეტილებით მითითებულ ადგილზე. პროფესორმა ნატო ყრუაშვილმა აღფრთოვანება გამოთქვა ამ ლამაზი დღის გამო და დასძინა რომ როცა მოსწავლეები ამგვარად აფასებენ მოვლენებს და მუშაობენ სა მოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია. ღონისძიება გაშუქდა ადაგილობრივი ტელევიზიით.

სასკოლო განათლების 4 მიზანი

 
 
ენ რობინსონი არის მსოფლიოში ცნობილი საგანმანათლებლო ორატორი. მისი საუბრები TED-TALK -ზე ყველაზე ყურებად ვიდეობს შორის ხვდება და მილიონობით ადამიანს აქვს ნანახი. 1989- 2001 ის იყო ვარვიკის უნივერსიტეტის პროფესორი არის რამდენიმე წიგნის ავტორი, კონსულტაციას უწევს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს და კერძო ორგანიზაციებს განათლების მიმართულებით.

წარმოგიდგენთ კენ რობინსონის გამოსვლას სამეფო საზოგადობის ინსტიტუტში, სადაც ის ჩამოთვლის სასკოლო განათლების 4 მიზანს.
რატომ ხარჯავენ სახელმწიფოები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს განათლებაზე? რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? ამ კითხვებზე საპასუხოდ საჭიროა, ჩამოვაყალიბოთ განათლების მიზები, რომელიც ძალიან ვრცელია, თუმცა მე მოკლედ ასე შევაჯამებდი:

განათლებას აქვს 4 მთავარი მიზანი:


ეკონომიკური:
ჩვენ ვახდენთ ინვესტიციას მომავალი თაობების განათლებაში, რადგანაც გვსურს მივაღწიოთ ეკონომიკურ კეთილდღეობას და სტაბილურობას, როდესაც მშობლები შვილების განათლებაში ფულს დებენ მათი უმთავრესი მოტივაცია არის, რომ მიღებული განათლება მისცემს მათ შვილებს საშუალებას, რომ იყვნენ ეკონომიკურად დამოუკიდებელნი. როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას? 11 თვის წინ ”IBM”- მა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც მათ გაანალიზეს ინტერვიუ 80 ქვეყნის 800 სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელთან. რეპორტიორებმა ორგანიზაციის მეთაურებს ჰკითხეს თუ რა იყო მათი მთავარი გამოწვევა, საფიქრალი. პირველი, რაც მათმა უმრავლესობამ დაასახელა ეს იყო ადაპტაცია, ანუ როგორ უპასუხებდნენ კომპანიები ცვილებებს ( ტექნოლოგიურ და სხვა) იმიტომ რომ თუ სწრაფად არ უპასუხებ ცვლილებას დიდი შანსია გაკოტრების. ამის ნათელი მაგალითია კოდაკი, რომელიც ახლა გაკოტრების რეჯიმშია. კოდაკმა მე-20 საუკუნეში გამოიგონა ციფრული ფოტოგრაფია და მიზეზი იმის რომ ის გაკოტრდა არის არა ის, რომ ხალხი სურათებს აღარ იღებს, არამედ ის რომ მათ ვერ უპასუხეს ცვლილებებს და ვერ განიცადეს ადაპტაცია . მეორე მთავარი გამოწვევა კომპანიების მეთაურებისთვის არის კრეატიულობა. მათ აღინიშნეს, რომ იმისთვის რომ წარმატებული იყვნენ საჭიროა მათი კომპანიები სისტემატურად იყვნენ ინოვატორები და კრეატიულები, რისთვისაც მათ სჭირდებათ კადრები, რომლებიც ფიქრობენ განსხვავებულად და აქვთ ორიგინალური იდეები. მათი თქმით, ასეთი თანამშრომლების პოვნა არც თუ ისე ადვილია, რადგან თანამდროვე განათლების სისტემა ხელს არ უწყობს ორიგინალურობას: (სტანდარტული ტესტები და ასე შემდეგ) ყოველივე ზემოთქმულიდან გამოდინარე ჩვენ გჭირდება განთლების სისტემა, რომელიც ხელს უწყობს ადამიანთა კრეატიულობას და უვითარებს ადაპტაციის უნარს.

კულტურული:
სასკოლო განათლება არის ერთ-ერთი მთავარი საშუალება რითაც ჩვენ თაობებს გადავცემთ ტრადიციას, ღირებულებებს და ასე შემდეგ. რაც ნაკლებად ვიცით ჩვენი წარსული მით ნაკლებად ვართ მზად მომავალი გამოწვევებისთვის. ამაში ჰუმანიტარული საგნების როლი ძალიან დიდია, თუმცა კულტურული გაგება უნდა იყოს გლობალური და არა ლოკალური. უამრავ კონფლიქტს მსოფლიოში სწორედ კულტურული საფუძველი აქვს. ამის ნათელი მაგალითია ახლო აღმოსავლეთი: ეს არის კონფლიქტი იმის გამო, რომ ყველა დაპირისპირებული მხარე თავისებურად ხედავს მსოფლიოს და არ სცემენ პატივს ერთმანეთის შეხედულებებს, იდეოლოგიებს და კულტურას. ჩვენ გვჭირდება განათლების სისტემა, რომელიც ხალხს მისცემს საშუალებას გააცნობიერონ, რატომ არიან ადამიანები განსხვავებულნი, რატომ არის სხვისი ღირებულებები ის რაც არის, ამიტომ ჩვენ სკოლაში გვჭირდება ჰუნიტარული საგნებიც და არა მარტო ტექნიკური.

სოციალური:
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გჭირდება განათლების სისტემა, რომელიც მოქალაქებს მისცემს საშუაალებას გააცნობიერონ, თუ როგორ არის ჩვენი გარემო მოწყობილი და მართული . ჯონ დიუ ამბობდა: „ყველა ახალმა თაობამ თავიდან უნდა აღმოაჩინოს დემოკრატია“ დღეს უამრავი მაგალითია იმის, რომ ხალხი შორს არის პოლიტიკური ჩართულობისგან. გასულ წელს მერის არჩევნები იყო ლოს- ანჯელესში უამრავი ფული დაიხარჯა კამპანიაზე. საბოლოოდ არჩევნებზე ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტი გამოცხადდა, არადა ზუსტად 1 საუკუნის წინ საარჩევნო ხმის უფლების მოსაპოვებლად ემილი დევისონმა თავი გაწირა. სკოლებმა უნდა ჩამოუყალიბონ აქტიური მოქალაქეობის კულტურა მოსწავლეებს .

პერსონალური:
განათლება ეს არ არის კომპონენტები და მექანიზმები. ეს არის ადამიანები ყველა მათგანი არის განსხვავებული, მათ აქვთ სხვადასხვა ინტერესები, გატაცებები, ამიტომ სასკოლო კურიკულუმი უნდა იყოს რაც შეიძლება ფართო, რომ დაეხმაროს ყველა მოსწავლეს გამოავლინოს საკუთარი თავი და იპოვნოს საკუთარი ტალანტი. სისტემა, რომელიც არ ითვალისწინებს ადამიანთა მრავალფეროვნებას მალევე აღმოაჩენს რომ უამრავი ადამიანი არ არის ჩართული მასში ან განსხვავდება მისგან. ამის კარგი მაგალითია ამერიკა, სადაც მოსწავლეთა 30% ვერ ამთავრებს საშუალო სკოლას.

წყარო: RCS.GE

Read more...