There are no translations available.
ბოღმით გაავსეს წუთებმა მიწა,
ჩამოაწვიმეს გულის ნადები,
ღამეს სრულყოფილს ბავშვივით სძინავს,
მენატრებიან შენი თვალები.
ეხეთქებიან მიწას წვეთები,
მე უშენობას ვუსწორებ თვალებს ,
ამოვიჩემე შენთან შეხვედრა
და შეხვედრამდე ავითვლი წამებს.